საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
„ცხადია, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო დავთმეთ. ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი. მჯერა, ბიჭები მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ თამაშს და ევრობასკეტზე აუცილებლად მოვხვდებით,“-აღნიშნა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი თბილისში მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და დაძაბულ შეხვედრაში ორი ქულის სხვაობით, 74:76 დამარცხდა.