შავი ოქრო ისევ გაძვირდა. დღეს დილით ლონდონისა და ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟებზე Brent-ის მარკის საწვავის ღირებულება 1,40 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 48,65 დოლარი შეადგინა. WTI-ის მარკის საწვავის ფასმა კი 1,56 დოლარით მოიმატა და ბარელის ღირებულება 46,21 დოლარით განისაზღვრა. ბირჯის ანალიტიკოსები ნავთობის ფასის მატებას საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მირწეულ შეთანხმებას უკავშირებენ, რაც სანავთობო ბაზრის დარეგულირებას ითვალისწინებს.