აშშ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი საკუთარ შეცდომას აღიარებს. ჰილარი კლინტონის თქმით, ის 2003 წელს ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას მხარს უჭერდა, რაც დიდი შეცდომა იყო.
„სამხედრო ძალის გამოყენება უკიდურესი ზომა უნდა იყოს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იყვნენ, მაგრამ თუ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, ვიქნები უკიდურესად ფრთხილი, „-აღნიშნა კლინტონმა.