იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება, დონალდ ტრამპი ქვეყნის სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს. ამის შესახებ აშშ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე ვიზრუნებ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე, გავზრდი შეიარაღებულ ძალებს, გვეყოლება უფრო მეტი თვითმფრინავი და გემი. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას და მათ 30 დღეში დავამარცხებთ,“-აღნიშნა ტრამპმა.