მოსკოვი ვაშინგტონის სანქციებს პასუხობს. საგანგებო განცხადება დღეს კრემლის პრეს-მდივანმა გააკეთა.
„ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არ შეესაბამება იმ შეხვედრის ტონალობას, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა, ბარაქ ობამა საუბრობდნენ. რუსეთი შეერთებული სტატების სანქციებს, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გასცემს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა შავ სიაში კიდევ 80 რუსული კომპანია შეიყვანა.