შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმებას შეძლებენ და ალეპოში საავადმყოფოების დაბომბვა შეწყდება. იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რაც დაუშვებელია,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.