დღეს, 2 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ბიუროს წევრებს პარტია "თავისუფლების" ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე დასკვნას წარუდგენს.
წინასწარი ინფორმაციით, გამსახურდიასთვის მანდატის აღდგენის შესახებ პარლამენტი სამშაბათის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა აღნიშნულის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიამ სადეპუტატო მანდატის აღდგენის წინადადებით პარლამენტის თავმჯდომარეს გასულ კვირას მიმართა.