,,ევროსაბჭოს კომისიამ დაადასტურა, რომ ბოლო წლების პრორუსულ პროპაგანდას საქართველოში მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს”, - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტს ”კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა" შეფასებისას.
„სხვადასხვა კონფერენციებზე დადის პრემიერმინისტრი და ამბობს, რომ დიახ საშიშია რუსული პროპაგანდა, მაგრამ როგორც მინიმუმ, ხელისუფლება აღარ უნდა აფინანსებდეს მტრული სახელმწიფოსადმი სიმპათიით განწყობილ მედიასაშუალებებს, როგორც ეს ევროსაბჭოს შესაბამისმა კომისიამ დაადასტურა. ბოლო წლების განმავლობაში პრორუსულ პროპაგანდას საქართველოში აფინანსებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გაძლიერებულია - ამის შესახებ საუბარია IDFI -ის ანგარიშში.
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, 2013 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში. ისინი ამის მიზეზად ხელისუფლების პოლიტიკას ასახლებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი, საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერებამ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.