დღეს, 29 მაისს, 11:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში ფესტივალი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას დევნილი ბავშვებიც მიიღებენ.
გაიმართება ბავშვების სურათებისა და ხელნაკეთების გამოფენა, ამფითეატრში ჩატარდება გალაკონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება.
ფესტივალს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრება.