"ბოულინგ ცენტრალში" მერობის კანდიდატებისა და პიარსამსახურების ტურნირში გიგი უგულავას წარმომადგენელმა გაიმარჯვა. ტურნირი "რადიოქალაქის" ორგანიზებით ჩატარდა და მასში მერობის კანდიდატებიდან ნიკა ივანიშვილი, ზვიად ძიძიგური და გიორგი ლაღიძე უშუალოდ მონაწილეობდნენ.
ტურნირს ესწრებოდნენ "ქრისტიან დემოკრატების" მერობის კანდიდატი გია ჭანტურია და "თორთლაძე დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე, რომლებიც თავიანთი პარტიის წარმომადგენლების მხარდასაჭერად მივიდნენ.
ტურნირზე ~ნაციონალურ მოძრაობას~ წარმოადგენდა პარტიული სიის მე-16 ნომერი ვახო მჭედლიძე, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა, ტურისტული კომპანია "ელიტ ტურის" მიერ დაწესებული მთავრი პრიზი - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტურისტული საგზური, ~კონსერვატორების~ პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქეთი ჯოხაძეს დაუთმო.
მეორე ადგილის მფლობელი მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი გახდა. მესამე ადგილზე კი "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური გავიდა.
ტურნირში მონაწილეებისთვის პროზები დააწესეს "ესტეტიკ სერვისმა", "დენტა ვიტამ" , "ბაგრატიონი1882-მა" " ფლაუერს გიმ"-მა, "ჩაი მანიამ", ავტობილდ საქართველომ.