5-6 ივნისს საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA), ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს "ვარძიის სათავგადასავლო ტურნირს".
ტურნირს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის ყოველ წელს გაიმართება. ეს არის ჯგუფური, სპორტული ღონისძიება, რომელიც საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ისეთი ტურისტული სეგმენტის განვითარებას ეძღვნება, როგორიცაა საფეხმავლო, ველოტურები და ჯომარდობა.
ტურნირში ოცი 6-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 3 დისციპლინაში გაიმართება: სირბილი: 6 კმ, ველორბოლა: 12.5 კმ, რაფტინგი: 2.5 კმ. ჯგუფში 6 მონაწილეა (აქედან 3 ადამიანი სირბილში მიიღებს მონაწილეობას, 3 ველორბოლაში და ბოლოს ექვსივე რაფტინგში).
გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სპორტული მაღაზიების ფულადი ვაუჩერებით (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი). I ადგილი: 3000 ლარის ვაუჩერი, II ადგილი: 2000 ლარის ვაუჩერი, III ადგილი: 1000 ლარის ვაუჩერი.