წვიმებისა და დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგზაო დეპარტამენტიდან აცნობეს, კოკისპირული წვიმების გამო თიანეთი-ახმეტის მონაკვეთზე (0-26 კმ-ებიდიდთოვლობის გამო კი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
~კოკისპირული წვიმების შედეგად თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 26 კმ-ზე მდინარე ილტომ გამორეცხა მიწის ვაკისი, რის გამოც თიანეთი-ახმეტის მონაკვეთზე (0-26 კმ-ები) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე (9-72 კმ-ები) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე (1-9 კმ-ები) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია~, - ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.