Booking.com-ზე ბათუმში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, ანუ 9,0 ქულა Divan Suites Batumi-ს აქვს.
როგორც ჩანს, Booking.com-ის მომხმარებლებიდან, მაღალი კლასის სასტუმროებიდან, ყველაზე მეტად კმაყოფილი Divan Suites Batumi-ს სტუმრები დარჩნენ და სწორედ ამიტომ მიიღო სასტუმრომ 9,0 ქულიანი შეფასება. აღსანიშნავია რომ Divan Suites Batumi ამ შეფასებას სტაბილურად ინარჩუნებს, რადგანაც სწორედ ანალოგიური შეფასებით სარგებლობდა სასტუმრო 2015 წლის მონაცემებითაც.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში კარგ პოზიციაზეა და ქულების მიხედვით Divan Suites Batumi-ს შემდეგაა Hilton Batumi , რომელიც Booking.com-ის მომხმარებლებმა 8,8 ქულით შეაფასეს.
Booking.com-ის რეიტინგში, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის, მესამე პოზიციაზეა (8,6 ქულით) სასტუმრო Leogrand Hotel & Casino Batumi.
Colosseum Marina Hotel-ის შეფასება Booking.com-ზე 8,5 ქულაა, Radisson Blu Hotel Batumi-სა კი - 8,3 ქულა. რაც შეეხება სასტუმრო Sheraton Batumi Hotel -ს ის Booking.com-ის მომხმარებლების მიერ 8,1 ქულითაა შეფასებული.
რაც შეეხება ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტს - აქ ლიდერი სასტუმრო Gonio Inn -ია, რომელმაც Booking.com-ის შეფასებით 9,0 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ Booking-ზე გამოხმაურება შეუძლია დატოვოს მხოლოდ იმ სტუმარმა, რომელმაც დაჯავშნა მოახდინა Booking.com-ის მეშვეობით და იცხოვრა დაჯავშნულ სასტუმროში. ამ წესის მიხედვით, Booking.com-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეფასებას აკეთებს მხოლოდ ის კონკრეტული პიროვნება, რომელმაც იცხოვრა კონკრეტულ სასტუმროში და გამორიცხულია შეფასების ყოველგვარი ფალსიფიცირება.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები სერვისთან, მომსახურე პერსონალთან დაკავშირებით. ასევე, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება სასტუმროში გატარებულ დღეებზე.