თეთრი სახლი ამერიკელ ტურისტებს აფრთხილებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა სახიფათოა, რადგან ტერორისტული აქტების განხორციელების საშიშროება არსებობს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტა გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისეთი მასშტაბური ღონისძიება, როგორიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატია შესაძლოა ტერორისტების სამიზნედ იქცეს, რადგან ზაფხულის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში უამრავი ადამიანი ჩავა. თუმცა დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ შტატების დაზვერვა რაიმე სახის განსაკუთრებულ ინფრმაციას ფლობს ამ მიმართულებით და ამიტომ მოუწოდებს ამერიკელებს იოჰანესბურგში გამგზავრებისაგან თავის შეკავებისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა მხოლოდ ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზამთარში ანგოლაში ჩატარებულ აფრიკის ქვეყნების ჩემპიონატზე ინციდენტი მოხდა: ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ავტობუსს, რომელშიც ტოგოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში, 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.