ხვალ, 2 ნოემბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრი 10-მდე ობიექტის პრივატიზებას შეეცდება. საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, კომპანია "აბნ პეტროლეუმი", რომლის საწყისი გასაყიდი ღირებულებაც 48 ათასი ლარია. კომპანია "აბნ პეტროლიუმი" ხელვაჩაურის რაიონში მდებარეობს და კომპანიის აქციათა 75 % ამ დრომდე სახელმწიფო ფლობს, რომლის დათმობასაც ხვალ აუქციონზე გეგმავს. გარდა "აბნ პეტროლიუმისა" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 9 არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებას აპირებს