სს `თელასი" თბილისელ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქველმოქმედო საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ საზეიმო კონცერტებსა და გამოფენებზე იწვევს.
კომპანია "თელასის" გენერალური სპონსორობით ბავშთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი უკვე მე-5 წელია იმართება. თბილისელი პატარებისთვის სადღესასწაულო სიხარულის მინიჭებასთან ერთად ფესტივალის მიზანს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერა წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტები და საბავშვო შემოქმედებითი ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები გაიმართება. შემოსულ თანხას ფესტივალის ორგანიზატორები ბავშვთა სახლებს გადასცემენ. საბავშო მუსიკალური ფესტივალი ფონდი `გვირილა" და ასოციაცია `ჯადოსნური ხმების" მიერაა ორგანიზებული.
29 მაისს საბავშო-მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის პარკ `ბომბორაში" საზეიმოდ გაიხსნება. ჩატარდება სხადასხვა კონკურსები, გამოფენები და საკონცერტო წარმოდგენები. საკუთარ ხელნაკეთებსა და სურათებს ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები და უნარშეზღუდული ბავშვები წარმოადგენენ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კომპანია "თელასის" მფარველობის ქვეშ მყოფი სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც.
დასკვნითი გალა-კონცერტით ფესტივალი 1 ივნისს საზეიმოდ დაიხურება. მაყურებლებს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. სხვადასხვა საბავშო ანსამბლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ. საბოლოოდ კონცერტი სატელევიზიო პროექტის სახეს მიიღებს.