ფრანგულმა კომპანია De Jaeger ბაზარზე უნიკალური პროდუქტი, ლოკოკინის ხიზილალა გამოიტანა. ამ უკანასკნელის გაყიდვის იდეა ორ პიკარდიელ ფერმერს ეკუთვნის, თუმცა მათ ამ იდეის რეალიზებისთვის სამი წელი დასჭირდათ. ამ დროის განმავლობაში ფერმერებმა შეიმუშავეს ხიზილალის შენახვის ხერხები და ლოკოკინებისთვის სპეციალური დიეტაც კი მოიფიქრეს. ლოკოკინის ხიზილალა რძისფერია და ძალიან წააგავს მარგალიტს. "მას მსუბუქი, ტყის ნოტებით გაჯერებული გემო აქვს და როგორც გარეგნულად, ისე არომატით ძალიან განსხვავდება თევზის ხიზილალისგან",-აღნიშნავს ახალი ბიზნესის ერთ-ერთი წამომწყები დომინიკ პიერუ. აღსანიშნავია, რომ 1 კილოგრამი დელიკატესის მისაღებად მინიმუმ 260 ლოკოკინაა საჭირო. ხიზილალა მხოლოდ 3 თვეს ინახება. მას მარილის სპეციალურ გამხსნელში დებენ, სადაც იგი მარგალიტის მსგავს თეთრ, მბზინავ ფერს იღებს. აღსანიშნავია, რომ ლოკოკინის ხიზილალამ საუკეთესო რესტორნების შეფ-მზარეულების დიდი ინტერესი გამოიწვია. 50 გრამი დელიკატესის ღირებულება 115 დოლარია.