პოლონეთი უკრაინას H1N1 ვირუსთან საბრძოლველად მედიკამენტებსა და 1 მლნ პირბადეს გაუგზავნის.
ამის შესახებ შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ლეხ კაჩინსკისა და ვიქტორ იუშჩენკოს სატელეფონო საუბრისას იქნა მიღწეული.
როგორც ~რია ნოვოსტი~ იუწყება, მედიკამენტებისა და დამცავი პირბადეების გარდა, უკრაინა პოლონეთისგან დახმარების სახით ვირუსის დამდგენ ტესტებსაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებლის გამო უკრაინის 9 ოლქში კარანტინია გამოცხადებული.