თბილისის ზღვაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები ამ დროისთვის მერვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ~ოპელის~ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
წინასწარი ინფორამციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. მანქანა საჯარიმო სადგომზაეა გადაყვანილი.