დღეს, 28 მაისს, 11:00 საათზე, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (კოსტავას ქ. #5) ლექსმცოდნეთა ყოველწლიური სამეცნიერო სესია გაიხსნება. წლევანდელი, მეოთხე სესია ეძღვნება გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 110-ე წლისთავს.
სესიას გახსნის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ემზარ კვიტაიშვილი, ზაზა აბზიანიძე, აპოლონ სილაგაძე, თამარ ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე, მანანა გელაშვილი, მანანა კაკაბაძე. ისინი წაიკითხავენ მოხსენებებს გიორგი ლეონიძის შემოქმედების, ასევე, ქართული, ევროპული და აღმოსავლური ლექსის თაობაზე.