დავით კოდუას კლინიკის (ყოფილი ლეჩკომბინატის) რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე შესაბამისი სამუშაო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა დაათვალიერა.
დღესვე გაიხსნა სტრომატოლოგიური და დიაგნოსტიკური განყოფილებები. უახლოეს მომავალში კი პედიატრიული განყოფილება და ლაბორატორიაც ამოქმედდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოზე უკვე 1,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სრული რეაბილიტაცია კი 2,5 მილიონ დოლარამდე ჯდება.
პრემიერის შეფასებით, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაკეთებული სამუშაოებით შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის რეფორმა ასე თუ ისე მუშაობს.