საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
რამდენიმე ათეულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცა და "დიდ ცხოვრებაში" წარმატებები უსურვა.
"ის დროს, როცა დედა, მამები, ბებიები და ბაბუები გვარჩენდნენ დასრულებულია. თქვენ უნდა დააყენოთ ფეხზე თქვენი ოჯახები", - მიმართა პრეზიდენტმა ბათუმელ კურსდამთავრებულებს.
დაჯილდოებამდე ქვეყნის პირველმა პირმა მათ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო.