საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა მანანა გამსახურდიამ პარლამენტის წინ აქცია გამართა და პარალმენტის შენობაში შესვლას ითხოვდა.
პარალმენტის შესასვლელი ორივე კარი შიგნიდანაა დაკეტილი. როგორც მანანა გამსახურდიას მომხრეები აცხადებენ, მათ უთხრეს, რომ პარალმენტში ტარდება ღონისძიება და შენობაში ამის გამო ვერ უშვებენ.
პარალმენტის თანამშრომლები და ჟურნალისტები შენობიდან დაცვის თანხლებით გამოიყვანეს. რაც შეეხება მანანა გამსახურდიას მოთხოვნებს, იგი ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ჟურნალისტებმა კითხვებით სააკაშვილს მიმართონ. მისი მომხრეების განმარტებით კი, მანანა გამსახურდია ითხოვდა შვილთან შეხვედრას.
მანანა გამსახურდიამ ამ წუთებში პარალმენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა, თუმცა მისი მომხრეები პარალმენტის შენობასთან აქციას განაგრძობენ.