რუსეთს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს.
დევიდ მილიბენდი მოსკოვში მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიწვევით დღეს ჩავიდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობის ~გადატვირთვა~@და თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაა. შეხვედრაზე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, დევიდ მილიბენდმა საქართველოს მხარდამჭერი მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია რუსეთის ინტერესებს არ ემუქრება.