ჰაკერებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამედ, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ პროგრამებზე მიიტანეს იერიში.
ჰაკერული შეტევის შესახებ სააგენტო როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით ფაქტი ჰილარი კლინტონის შტაბშიც დაადასტურეს.
კლინტონის პრეს-მდივნის ნიკ მერილის განცხადებით, ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მონაცემთა ბაზის დამუშავების პროგრამაზე, რომელსაც დემოკრატიული პარტიის საარჩევნო შტაბი იყენებს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის დამოუკიდებელი ექსპერტები დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ ქსელს ამოწმებენ.
ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროს ეყრდნობა, აღნიშნულიჰჯაკერული შეტევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
წინა ჰაკერული შეტევების დროს დემოკრატიულ პარტიაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კრემლი ცდილობს მოახდინოს დემოკრატების კომპრომენტირება და ხელი შეუწყოს არჩევნებში დონალ ტრამპის გამარჯვებას.
ფოტო:REUTERS