თურქეთის ხელისუფლება სამი ათასს მოსამართლესა და პროკუროს ქონებას ჩამოართმევს. უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია შეეხება იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ანკარა ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.
თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის წამომადგენელი, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ პრეზიდენტ ერდოღანს მოუწოდებს, რომ “კუდიანებზე ნადირობა” შეწყვიტოს. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო შესაძლოა, უდანაშაულო ხალხი დაზარალდეს. ამავე დროს, პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელებას.