თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზასთან, რომელსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია “ისლამური სახელმწიფო” წინააღმდეგ ავიაიერიშებისთვის იყენებს, საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრაციის ორგანიზატორი “ანატოლიელი ახალგაზრდების ასოციაცია” იყო. როგორც თურქული სააგენტო Daily Sabah წერს, მოძრაობის აქტივისტები აშშ-ის 15 ივლისის ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ავიაბაზის დახურვა მოითხოვეს. დემონსტრაციის დროს ქალაქ ადანაში მდებარე აშშ-ის საკონსულო დაიხურა.