რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის ფედრალური ოლქის გაუქმების შესახებ. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანექსირებული ყირიმი სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ამასთანავე, თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მელიკოვი. მელიკოვის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი დაიკავებს. თავად მელიკოვი დაინიშნა რუსეთის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილედ. ამას გარდა, თანამდებობა დაკარგა უკრაინაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა.
რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდა.