წყნეთში სახლი ჩამოინგრა. ნგრევა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სახლი ისედაც ავარიული იყო, თუმცა წვიმებმა კიდევ უფრო დააზარალა.
ორ სართულიან შენობაში, სადაც დევნილების ხუთი ოჯახი ცხოვრობს, წყალი პირდაპირ ოთახებში ჩამოდის. დაზიანებულია ელექტოსისტემაც. შენობის დიდ ნაწილში დენი გათიშულია. მოსახლოება დახმარებას ლტოლვითა და განსახლების სამინსიტროსგან ითხოვს.