რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, ევროპაში განხორციელებული ბოლო თავდასხმები მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო საომარ მდგომარეობაშია. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რომის პაპმა საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირის მკვლელობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა, რეალურად, ის რაც ხდება, არის ომი. სიმართლის აღიარების აღარ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, რადგან მშვიდობა დავკარგეთ. როდესაც ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისხმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას სურს მშვიდობა, ომი კი სხვა ადამიანებს უნდათ“, – დასძინა ფრანცისკემ.