სამართალდამცველების მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერკელი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობას აღებულ ვალდებულებებს შეახსენებს. გერმანიის კანცლერი, ასევე, აღნიშნავს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის საგანია", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განმარტებით კი, წერილში მერკელი პირობას იძლევა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას თხოვს.