ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დევნილებთან შეხვედრაბს აგრძელებს. დღეს მინისტრმა მარშალ გელოვანის გამზირზე, ყოფილი "მრავალდარგოვანი კოლეჯის" საერთო საცხოვრებელში მცხოვრბეი აფხაზეთიდან დევნილები მოინახულა, მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და კითხვებსაც უპასუხა.
აღნიშნულ 15 სართულიან კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 244 ოჯახი (695 სული) ცხოვრობს. ფართის დიდი ნაწილი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. გაკეთდა, ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და შენობა გადაიხურა.
როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა დევნილი, რომელიც ფართის დაკანონებას ელოდება, საკუთრებას მიიღებს: "ეს ობიექტი დაკანონებულია, გაკეთდა მოსასვლელი გზა, სახურავი და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ობიექტი ელოდება მათი საკითხის განხილვას და ფართის დაკანონებას. ყველგან იგივე მოხდება, რაც აქ - დაკანონდება და ჩვენი საბოლოო წერტილი ის არის, რომ ყველა ოჯახი დავაკმაყოფილოთ. Aმას ძალიან დიდი შრომა და მუშაობა სჭირდება, მაგრამ ეს აუციელბლად მოხდება."
დევნილებმა მინისტრს შიდა კომუნიკაციების შეცვლა სთხოვეს. Mმინისტრი მათ დაჰპირდა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება.