ტრასეკას, პროექტი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. პროექტის ფარგლებში დაიდება დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ყველა ქვეყანას ეცოდინება, თუ რას მიაღწიეს და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ სატვირთო გადაზიდვების გასაზრდელად. ტრასეკას ფარგლებში მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანებში ბაქოში იგეგმება.
ტრასეკას პროექტი საქართველოს გარდა რამდენიმე ქვეყანას მოიცავს და მის ფარგლებში გათვალისწინებულია თითოეულ მიმღებ ქვეყანაში სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა.
"ტრასეკას პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც ეს პროექტი დადებით შედეგს მოიტანს, რაც პირველ რიგში სატვირთო გადაზიდვების განვითარებაში აისახება. ეს მომგებიანია როგორც კერძო ბიზნესის, ასევე სახელმწიფოსთვისაც მეტი უსაფრთხოების, უშიშროებისა და დაცულობის კუთხით. ტრასეკას, პროექტი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ორწლიანია და მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. შემაჯამებელი დასკვნითი სემინარი კი ბაქოში გაიმართება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე ყველა ქვეყანას ეცოდინება, თუ რას მიაღწიეს და რა უნდა გააკეთონ მომავალში ამ სფეროს განვითარებისთვის" - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.