ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დიღომში, მრავალდარგოვანი კოლეჯის შენობაში შესახლებული დევნილები მოინახულა.
მარშალ გელოვანის ქუჩის 4 ნომერში მცხოვრები დევნილები კარ-ფანჯრების შეცვლასა და სანიაღვრე სისტემის შეკეთებას ითხოვენ.
დაზარალებული ოჯახების პრობლემებს სუბელიანი პირადად გაეცნო და მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
აღნიშნულ შენობაში შესახლებულ დევნილთა 240-მდე ოჯახს ცოტა ხნის წინ ფართები საკუთრებაში გადაეცა.