დღეს, 27 მაისს, საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია გაიმართება, რომელშიც დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
დიასპორის დღის აღსანიშნავად, დღესვე თბილისის 31-ე საჯარო სკოლას თურქეთში მოღვაწე ქართველის ახმედ მელაშვილის სახელი მიენიჭება.
გარდა ამისა, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართული დიასპორისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.