სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პოლიციის განყოფილებაზე თავდამსხმელებს მძევლების გათავისუფლებისა და იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა, - როგორც ,,ბიბისი“ წერს, ეს არის მისი პირველი კომენტარი თავდასხმიდან 5 დღის შემდეგ.
,,მოვლენების შემდგომი განვითარება მოხდება ქვეყნის კონსტიტუციის მკაცრი დაცვით. პირადი შურისძიების ყველა შემთხვევა აღკვეთილი იქნება კანონის ძალით“, - ამბობს სომხეთის პრეზიდენტი.
,,ჩვენი ქვეყანა მძიმე და საპასუხისმგებლო დღეებს განიცდის. მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. ახლა ამის დრო არ არის. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ვითარება უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენთვის“, - აღნიშნავს სარქსიანი.
მისივე თქმით, მდგომარეობის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული.
გასულ დღეებში სომხური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ერევანში შექმნილი სიტუაციის ფონზე, მთავრობაში განიხილება პრეზიდენტის გადაყენების საკითხი