თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაითვალისწინოს ევროკავშირის მოსაზრება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი“ ავრცელებს. მანამდე ბრიუსელში გაკეთდა გაცხადება, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში თურქეთი ვერ შევა ევროკავშირში.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თურქეთის კანონმდებლობას და არა ევროკავშირის სურვილს.
თურქეთში სიკვდილის დასჯის მორატორიუმი 2 004 წელს დაწესდა, თუმცა წარმუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს პარლამენტში განიხილონ სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი.