დღეს, 22 ივნისს, ხუთი წელი შესრულდა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლეც შეეწირა.
ანდრეს ბრეივიკმა 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი განახორციელა, რომლის მსხვერპლიც 77 ადამიანი გახდა. 69 ადამიანი მან კუნძულზე მოკლა, 8 კი ოსლოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
32 წლის ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ის ტერორისტულ აქტს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა. ტერაქტის მომზადებისთვის მან 300 ათასი ევრო დახარჯა.
ნორვეგიელი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი ტერაქტს 9 წელი ამზადებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი "Daily mai" ბრეივიკზე დაყრდნობით წერდა.
2012 წლის, 24 აგვისტოს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუთივე მოსამართლემ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ბრეივიკი საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკის დაცვა სასამართლოზე ცდილობდა აქცენტი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გაეკეთებინა თუმცა თავად განსასჯელი აცხადებდა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია და საღ ჭკუაზეა.