თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედებას დროებით შეაჩერებს. თურქული მედიის ცნობით, ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარება მთავრობას მისცემს კარგ შესაძლებლობას, ებრძოლოს ამბოხის ორგანიზატორებს და სახელმწიფო აპარატი სრულად გაწმინდოს "გიულენისტთა მოძრაობის" წევრებისგან.
მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა ასევე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეაჩერა ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის მოქმედება კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად.
კურტულმუშის თქმით, “მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახება”, - დასძინა თურქეთის ვიცეპრემიერმა.