ხვალ, 27 მაისს, მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" ორგანიზებით დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში", იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის კაცლერის ანგელა მერკელისგან მიღებულ წერილს გამოაქვეყნებს. იური ვაზაგაშვილმა ანგელა მერკელისგან წერილი მიიღო.
როგორც ვაზაგაშვილი აცხადებს, წერილში მითითებულია, რომ ვაზაგაშვილის საქმე საქართველოს მთავრობასთან დიალოგის საგანია. მისივე თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ გერმანია საქართველოს მთავრობას მიუთითებს, დაფიქრდეს და ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეახსენებს.
იური ვაზაგაშვილმა "დიდი რვიანის" ქვეყნების, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ლიდერებს საქმესთან დაკავშირებით მასალები გაუგზავნა და რეაგირება სთხოვა.