ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თემატური ბროშურასახელწოდებით „ საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის" გამოსცა. ბროშურა ინგლისურ და ებრაულ ენებზე მომზადდა.ბროშურა მოიცავს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სინაგოგებისა და ებრაელთა ისტორიისმუზეუმის შესახებ. ბროშურის პრეზენტაცია
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმშიგაიმართა.
ისრაელში საქართველო სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაყოველწლიურად სტაბილურად იზრდება. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით ისრაელიდან საქართველოს 33 252საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95.4%-ით გაზრდილია. ებრაელიტურისტების ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს საქართველოში არსებული ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლებიწარმოადგენს.
საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ისტორიული წყაროების მიხედვით,საქართველოში ებრაული მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლდა და აქტიურ როლს თამაშობდა ქვეყნის სოციალურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც მათ მიერ შექმნილი საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაცმოწმობს.