დღეს, 27 მაისს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "ეთიკის კოდექსზე" ხელმოწერა გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - "დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისთვის~ ფარგლებში.
გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროქტის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის მხრიდან.
"აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ "ეთიკის კოდექსის" ხელმოწერა, გაზიარება და მისი შესრულება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად და ეფექტურად განხორციელებას", - აცხადებს ჟვანია.
"ეთიკის კოდექსის" ხელმოწერის ღონისძიებას, ხელმომწერი მხარეების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.