დღეს, 27 მაისს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) პედაგოგთა განცხადებების ელექტრონული ვერსიები განთავსდება. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ თავიანთ მიერ შევსებული განცხადების ელექტრონული ასლი და ოპერატორის მიერ ამ განცხადების საფუძველზე შეყვანილი ინფორმაცია.
სპეციალურ საძიებო სისტემაში შესვლა პედაგოგებსა და მასწავლებლობის კანდიდატებს სახელის, გვარისა და პირადობის მოწმობის 11-ციფრიანი პირადი ნომრის მითითების შემდეგ შეეძლებათ. განცხადებაში მითითებულ და ოპერატორის მიერ შეყვანილ ინფორმაციას შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეები 8 ივნისამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წელს პირველად ჩატარდება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია 14 ათასზე მეტმა პედაგოგმა და მასწავლებლობის კანდიდატმა გაიარა.