ფატულა გიულენის შესახებ განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. მარკ ტონერი თურქეთის მთავრობას აფრთხილებს, არ გადააჭარბოს დემოკრატიულ საზღვრებს ეჭვმიტანილების დასჯის პროცესში.
„ჩვენ თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ მომხდარის შემდეგ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფატულა გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში,“ - განაცხადა ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.