დღეს, 27 მაისს, 21:00 საათზე, კლუბ-რესტორან "ვერე გარდენში" ჟურნალისტებისთვის კარაოკე გაიმართება.
მასმედიის წარმომადგენლების მუსიკალურ მონაცემებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები იქნებიან მომღერლები თიკა ფაცაცია, თემურ რცხილაძე და ხვიჩა მაღლაკელიძე.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური საჩუქრები დააწესეს ოპტიკის მაღაზიათა ქსელმა "საფილომ", ყვავილების სალონმა "Flowers.ge".