დღეს, 27 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში თემურ კენკებაშვილის წიგნის _ "კოჯრის ისტორია" _ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის რედაქტორია სერგო ვარდოსანიძე.
კეკებაშვილის ნაშრომი წარმოადგენს კვლევას დაბა კოჯრის ისტორიულ-გეოგრაფიული, ტოპონიმიკური, დემოგრაფიული ნარკვევებისა და კოჯრის სახელწოდების ეტიმოლოგიის, გეოგრაფიული პუნქტის ტოპონიმიკის შესახებ.
გარდა წერილობითი წყაროების გათვალისწინებისა, ნაშრომში მოცემულია არქეოლოგიური მასალა, რაც კიდევ უფრო ნათლად წარმოგვიჩენს ამ ისტორიული პუნქტის დასახლებების არქაიზაციას.
ნაშრომი კოჯრის ისტორიული წარსულის მონოგრაფიული გამოკვლევის პირველ ცდას წარმოადგენს. ნაშრომში ისტორიული მოვლენების აღდგენისა და შეფასებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ქართული და უცხოური წყარო და მოგონება.