სტამბოლის პოლიციის უფროსმა ნებისმიერი ვერტმფრენის გაუფრთხილებლად ჩამოგდების განკარგულება გასცა. ამას გარდა, სტამბოლში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა რეგიონებიდან 1800 სპეცრაზმელი ჩაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
პოლიციის დამატებითი ძალები თურქეთის უმსხვილესი ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ. განსაკუთრებულად გაძლიერებულია სტამბოლში მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა.
17 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.
სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით სულ 6 000 ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თანაშემწე სამხედრო საკითხებში, ალბაი ალი.