თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა მცირერიცხოვანი პენსილვანიაში, ფეთჰულაჰ გიულენის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და აშშ-ის ადმინისტრაციისგან გიულენის დეპორტირება მოითხოვეს.
თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო ამბოხების ინიციატორად ფეთჰულაჰ გიულენი გუშინ დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადირებაც სთხოვა. თავად გიულენი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა სახელმწიფოებრივი გადატრიალების მომხრე. გიულენი არც იმას გამორიცხავს, რომ შეთქმულება თურქეთში ინსცენირებული ყოფილიყო.