საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ფრანგ პატრიოტებს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შესვლა სთხოვა.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში უკვე არსებულ ოპერატიულ რეზერვს შევსება სჭირდება.
კამპანიის შედეგად რეზერვის ჯარის შემადგენლობაში შესული ადამიანები ზაფხულის პერიოდში იმსახურებენ. საფრანგეთში სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა მათ, ვისაც ომში უმსახურია და მათაც, ვისაც ძალოვან უწყებებთან შეხება არ ჰქონიათ. მოხალისეები უნდა იყვნენ 17-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებით.
ნიცაში მომხადრი ტერაქტის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ქვეყანაში სამ თვეს შენარჩუნდება.