ხვალ, 27 მაისს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "ეთიკის კოდექსზე" ხელმოწერა გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - "დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისთვის~ ფარგლებში.
გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროქტის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის მხრიდან.
~აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ "ეთიკის კოდექსის" ხელმოწერა, გაზიარება და მისი შესრულება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად და ეფექტურად განხორციელებას~, - აცხადებს ჟვანია.
"ეთიკის კოდექსის" ხელმოწერის ღონისძიებას, ხელმომწერი მხარეების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.